თბილისის N169 საჯარო სკოლის ეკოკლუბი, ამავე სკოლის სამოქალაქო კლუბთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს: "მრავალფეროვნება საზღვრების გარეშე", რომლის მიზანსაც წარმოადგენს მოსწავლეებში მრავალფეროვანი საზოგადოების მნიშვნელობის გააზრება.
მოსწავლეებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში პირველი აქტივობის სახით განახორციელეს ძველ თბილისში “ტოლერანტობის ტური", მოინახულეს რელიგიური საკულტო ნაგებობები: მეჩეთი, სომხური ეკლესია, ათეშქა, მართმადიდებული ეკლესია, სინაგოგა და კათოლიკური ეკლესია. მეორე აქტივობის სახით გამართეს შეხვედრა თემაზე „რამდენად ტოლერანტია ქართული საზოგადოება“, მოისმინეს მიწვეული სტუმრების მოხსენებები.
შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ: თსუ- ს ლექტორი ქეთევან ხუციშვილი, სამოქალაქო აქტივისტი ქამრან მამედოვი, იეზიდური თემის წარმომადგენელი სტუდენტი ალა მამარიანი, ბაბტისტური თემის წარმომადგენელი სტუდენტი ნანო სალარიშვილი, სომხური თემის წარმომადგენელი სტუდენტი გოჰარ აღჯოიანი.
თბილისის N169 სკოლის ეკოკლუბს შემაჯამებელ აქტივობად დაგეგმილი აქვს კონფერენცია, რომელიც გაიმართება 12 დეკემბერს.