5 დეკემბერი ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 2013 წლის შემდეგ გაეროს 68-ე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ აღინიშნება. გაეროს ინფორმაციით, დედამიწის ნიადაგის მესამედი დეგრადირებულია. ნიადაგის დაბინძურება აისახება საკვებზე, რომელსაც მივირთმევთ, წყალზე, რომელსაც ვსვამთ და ჰაერზე, რომელსაც ვსუნთქავთ.
სწორედ ამიტომ თბილისის კერძო სკოლა "ჯეჯილის" ეკოკლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით, თბილისის ეროვნულ პარკში განხორციელდა დასუფთავების აქცია.
მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციამ რეინჯერებთან ერთად დაასუფთავეს თბილისის ეროვნული პარკი და მისი მიმდებარე ტერიტორია.