მესტიის სოფელ ფარის სკოლაში სანიტარულ პრობლემებზე იმსჯელეს

ზემო სვანეთში, მესტიის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა საინფორმაციო შეხვედრა მოაწყოა სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ტექნიკურ პერსონალსა და მშობლებისათვის. ეკოკლუბმა გამოიკვლია პრობლემა, რომელიც უკავშირდება სკოლაში სან-ჰიგიენურ პირობებს. მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს პრიორიტეტებად, რაც საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. მოიძიეს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს სკოლაში ჰიგიენურ სტანდარტებს. დაამუშავეს თემა და პრეზენტაციაზე მოიწვიეს სკოლის დამლაგებლები, დირექცია, მშობლები და თავად მოსწავლეები. დამსწრე საზოგადოება გაეცნო არსებულ პრობლემებს და სტანდარტს თუ როგორ უნდა ხდებოდეს სკოლის ჰიგიენური ნორმების დაცვა.

გაიმართა საინტერესო დისკუსია, გამოკვეთა პრობლემების მოგვარების გზა და შემუშავდა რეკომენდაციები დირექციისა და ტექნიკური პერსონალის მხარდასაჭერად.

მიიღეს გადაწყევტილება, რომ თვეში ერთხელ მშობლებისა და მოსწავლე-მასწავლებლების ჩართულობით მოეწყოს სკოლის გენერალური დასუფთავება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. მოსწავლეებისთვის დამრიგებლებმა ჩაატარონ კლასსაათები, სადაც ასწავლიან ჰიგიენური ნორმების დაცვას.

შეიქმნას ყველა ის ინვენტარი, რაც ხელს შეუწყობს სკოლაში არსებული მდგომარეობის სტანდარტებთან მიახლოებას.