სოფელ მარადისის სკოლის ეკოკლუბელები მარნეულის მერიასთან თანამშრომლობენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის წევრები მარნეულის მერის თანაშემწეს ახალაზრდულ საკითხებზე, ადილ ალიოღლუს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებზე, პრობლემების დაძლევის გზებზე და იმაზე, თუ რა შეიძლება  გაკეთდეს ბუნებრივი და სოციალური გარემოს სასიკეთოდ.

მარადისელებმა დამსწრეს გააცნეს ის საქმიანობები, რომლებიც ახორციელებენ კლუბის დაარსების დღიდან.
ადილ ალიოღლუს თქმით, ასეთ შეხვედრებს უნდა მიეცეს ინტენსიური ხასიათი, თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმოს მასშტაბური დასუფთავების აქციები, ტრენინგ-სემინარები, მომზადდეს ბანერები და სამწუთიანი ვიდეოები გარემოსდაცვითი მოწოდებებით.

ადილ ალიოღლი მონაწილეობას მიიღებს ყველა და იმ აქტივობაში, რომლებიც  დაიგეგმება სკოლებისა და ახალგაზრდების მიერ და და ეს ხელს შეუწყობს გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას.