ხაშურის N1 სკოლის ეკოკლუბმა კლიმატის ცვლილებებზე კვლევა აწარმოა

 ხაშურის პირველი საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "ეკო-მაშველებმა"მოამზადეს კვლევა (ჩატარდა ქუჩის გამოკითხვა, მოხდა მონაცემთა ანალიზი, სტატისტიკის აღრიცხვა პრეზენტაციის მეშვეობით) ქუჩის გამოკითხვა ჩატარდა თემაზე: კლიმატის ცვლილება ჩვენს ყოველდღიურობაში.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანმა. ხაშურის მაცხოვრებლებმა მოსწავლეებს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები როგორც პრობლემის სირთულის, ისე მისი გადაჭრის გზების შესახებ. კვლევის მთავარი არსი კი ის იყო, გაერკვიათ, თუ რა წვლილი შეაქვს ჩვენს რეგიონს კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გამოკითხვის შედეგები სხვადასხვა ტიპის დიაგრამის საშუალებით გამოსახეს და შემდეგ პრეზენტაციის სახით ხაშურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს წარუდგინეს, რომლებიც ინფორმირდნენ როგორც ამ პრობლემური საკითხის, ამასთანავე "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიისა" და სკოლის ეკოკლუბის აქტივობების შესახებ.