წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში ფუნქციონირებს სოციალური საწარმო ,"გუმბათი", რომელიც არის სასწავლო ცენტრი. მას აქვს ასევე ბიბლიოეკა, მაგრამ არ აქვს ბიბლიოთეკარის შტატი. ცენტრის თანამშრომლები მოხალისეობრივად ემსახურებიან მკითხველებს. ბიბლიოთეკაში ხშირად წიგნები დასალაგებელია და მოსწავლეებს უჭირთ სათანადო ლიტერატურის შერჩევა.
გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები აღნიშნულ სოციალურ საწარმოს ეწვივნენ, მათ წიგნები აღწერეს დაალაგეს ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, ახლა თანამშრომლები მარტივად მოემსახურებიან მკითხველებს და მკითხველიც ადვილად შეარჩევს სასურველ ლიტერატურას.
სამომავლოდ ეკოკლუბის წევრები კვლავ გეგმავს სოციალურ საწარმოსთან თანამშრომლობას.
სოფელ გუმბათის სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა