გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები აქტიურად არიან ჩართული პროექტში ,,მცენარეების დაცვა’’, რომელსაც ოზურგეთის კოლეჯი , "ჰორიზონტი’’ახორციელებს.
მოსწავლეები თეორიულ ცოდნასთან ერთად, სადაც ისინი განიხილავენ: მცენარეების დარგვას, დათესვას, მავნებელი მწერების მიერ გამოწვეული დაავადების წინააღმდეგ გასატარებელ ბრძოლის ღონისძიებებს, ასევე პრაქტიკულად ახორციელებენ ნასწავლს - იღებენ მცენარეთა შეწამლვის პროცესში მონაწილეობას.
მორიგი აქტივობა მავნებლებთან ბრძოლის ქიმიურ ღონისძიებას დაეთმო. ეკოკლუბის წევრებმა სპეციალური ტანსაცმელი ჩაიცვეს "აპარატი"’ მოიმარჯვეს და სკოლის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგი საინტერესო აქტივობა განახორციელეს სახელწოდებით: " როგორ ვებრძოლოთ მავნებლებს’’.