მცხეთის სოფელ გალავნის სკოლის ეკოკლუბმა სოფელში ჩაატარა სათემო ტყეების კვლევა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ გამოკითხულ ადამიანთა 53% უპირატესობას ანიჭებს ტყის სახელმწიფო საკუთრებაში ყოფნას.
კითხვაზე: გსმენიათ თუ არა მუნიციპალური ან სათემო ტყეების შესახებ - პასუხი "კი" დააფიქსირა 55, 4%,-მა, ხოლო 44,6%-მა დააფიქსირა პასუხი "არა". კითხვაზე: მიაჩნიათ თუ არა, რომ ტყის გარკვეულ ნაწილს უნდა ფლობდეს სოფელი, პასუხობს - დიახ 59,5%, არა 40,5%. კითხვაზე: ემხრობით თუ არა პრივატიზაციას ან კერძო საკუთრებაში გადაცემას - დიახ 10, 7%, 89, 3% - არა.
კითხვაზე: რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს ტყეს -კომერციული 2,1%, საშეშე საყოფაცხოვრებო 46,8%, რეკრეაციული 2,2%, სამონადირეო 4,2%, დაცული ტერიტორია 25,7%. კითხვაზე: რომელი ორგანო უნდა იყოს პასუხისმგებელი სატყეო სექტორის მართვაზე: ცენტრალური ხელისუფლება 36,1%, სამხარეო ხელისუფლება 19,1 %, ადგილობრივი თვითმმართველობა 40,4%, კერძო საკუთრება 0,2%.
კითხვაზე: ამჟამად რამდენად ეფექტურად ხორციელდება სატყეო სექტორის მართვა: ძალიან ეფექტურად 27,7%, არც ისე ეფექტურად 46,8%, არეფექტურად 25,5%-მა გასცა პასუხი. კითხვაზე: როგორია ქვეყნის სატყეო პოლიტიკა და რა პრობლემებს გამოყოფთ სექტორის მართვაში, პასუხები ასე გადანაწილდა: არ არსებობს პოლიტიკური ნება მართვის გაუმჯობესების 27,6%, სატყეო დარგში არ ხდება საკმარისი ფულადი რესურსის მობილიზება 36,1%, გადაწყვეტილების მიმღები პირების პროფესიონალიზმი და პერსონალის პროფესიონალიზმი 27,6%, საუკეთესო ტყეები იწვება ღუმელში 46,8%, სატყეო პერსონალი ცოტაა 57, 4%, არის კარგად შეფასებული ტყეების ეკონომიკური პოტენციალი, არ არსებობს ტყის კომერციული მართვის გამოცდილება 17,0%, სახელმწიფოს არ შესწევს უნარი აკონტროლოს გრძელვადიანი ლიცენზიით გაცემული ტყეები 14,8%, კომპეტენციები თავმოყრილია ერთ უწყებაში 14,8%.
გალავნის სკოლის ეკოკლუბელებმა ასევე დაეგმეს შეხვედრა ადგილობრივ მეტყევესთან, რომელთანაც კვლევის შედეგებს განიხილავენ.