13 ნოემბერს, "სიკეთის საერთაშორისო დღეს", აფხაზეთში, გალის სოფელ ოტობაიის N1 სკოლის ეკოკკლუბელებმა თანატოლებს ტრენინგი ჩაუტარეს და შემდეგ პარკის ტერიტორია დაასუფთავეს. ახალგაზრდა ტრენერებმა ისაუბრეს აფხაზეთში არსებული ფონდის "აშანას" შესახებ, რომელიც ყოველწლიურად ეხმარება ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს და არამარტო მათ.
ეს ფონდი დღემდე კეთილი ადამიანების შემწირულობებით არსებობს უკვე 5 წელია და დღემდე ასობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ეკოკლუბელებმა მონაწილეებს აუხსნეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათ მცირეოდენი დახმარება. ასევე მათ გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები, რომელშიც აღნიშნული იყო ფონდის არსებობის მიზეზები და ასევე დახმარების გზები.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეკოს ნომერზე 5050 და თუნდაც 2 ლარი ( 50 რუბლი) გადარიცხოს დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ.
ამავე ტრენინგის ფარგლებში, განხილულ იქნა ეკონომიური მოხმარების წესები, თუ როგორ შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან ზედმეტი ელექტროენერგიის, წყლის თუ სხვა რესურსის მოხმარება. ბოლოს, ეკოკლუბის წევრებმა და ტრენინგის მონაწილეებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარედ არსებული პარკის ტერიტორია.