შიდა ქართლში, გორის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ხურვალულას" წევრებმა მოაწყეს შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან და ისაუბრეს "კლიმატის ცვლილების მოქმედებათა დღის" შესახებ . მათ შეახსენებს მოსწავლეებს მსოფლიოს მასშტაბით რა ღონისძიებები ტარდებოდა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ისაუბრეს ამავე კუთხით გატარებული ღონისძებების შედეგებზე. ეკოკლუბის წევრებმა აღნიშნეს, რომ საბოლოოდ , დედამიწის გადარჩენა თითოეული ჩვენთაგანის ხელშია. ამ საქმეში დიდია როგორც სახელმწიფოს ასევე თითოეული პირის როლი. დედამიწა უნდაიყოს ყველას საზრუნავი. დედამიწაზე ზრუნვა საჩქარო და საშური საქმეა, თორემ ხვალ ყველაფერი გვიან იქნება. ეკოკლუბელების დევიზია: მოვუაროთ დედამიწას, გავამწვანოთ , გავხადოთ იგი ყველასთვის სასურველი ადგილი.
"ჩვენ ამას შევძლებთ! გავამწვანებთ ჩვენს სოფელს, ჩვენს ტყეებს, როდესაც აღარ იარსებებს სიტყვა "ოკუპირებული ტერიტორიები". ძალა ერთობაშია!" - ამ მოწოდებებით დასრულდა შეხვედრა სოფელ ხურვალეთის სკოლაში.