საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით და ორგანიზებით გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სახალხო დამცველის კახეთის რეგიონის ოფისის წარმომადგენელმა ეთო შიუკაშვილმა ისაუბრა გენდერულ თანასწორობაზე და გენდერულ სტერეოტიპებზე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა - ახალგაზრდებმა გამოთქვეს მოსაზრებები აღნიშნულ თემებზე და დასვეს კითხვები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე, სოფელ ბადიაურის სკოლის ეკოკლუბელები და აქტიურად იყვნენ ჩართულები. შეხვედრის პარტნიორები იყვნენ: USAID Georgia, Network of Centers for Civic Engagement - NCCE.