ქალაქ სამტრედიის N10 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ეკო მებრძოლების“ წარმომადგენლები ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში შეხვდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს ვალერიანე ფოცხვერიას. ქალაქის მერს მოსწავლეებმა მიაწოდეს ინფორმაცია ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაზე და პროექტის ფარგლებში გამართულ კონკურსში მათი ჩართულობის შესახებ ესაუბრნენ.
მერი კმაყოფილებით შეხვდა მათ ინიციატივას და ხელი მოაწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმის თანახმად ბატონმა ვალერიანემ თანხმობა გამოთქვა უზრუნველყოს სამტრედიაში, "ნახალოვკის“ თემში არსებული პარკისათვის ნარგავების შეძენა და ადგილზე მიტანა.