4 დეკემბერს, აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ბუნების ქომაგნი“-ს წევრებს ჩაუტარდათ მორიგი თავისუფალი გაკვეთილი თემაზე: „ეკოტურისტული პოტენციალის შეფასება“. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ ეკოტურისტული პროდუქტის შექნის წინარე ეტაპები, გეოგრაფიული არეალის კვლევის მეთოდები და რელევანტური ინფორმაციის დამუშავების აუცილებლობა. განესაზღვრათ ზოგადგეოგრაფიული აღწერის კომპონენტების მნიშვნელობა ტურისტული აქტივობის განხორციელებისთვის.
მოსწავლეებმა დაასახელეს მათი აზრით საქართველოში არსებული პოპულარული აქტივობები. დასახელებული აქტივობებიდან გააკეთეს საერთო ჩამონათვალი, იმუშავეს ჯგუფებში, იმსჯელეს და განსაზღვრეს, თუ რომელი ფაქტორები არის გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი კონკრეტული აქტივობით დაკავებისას. თითოეული ჯგუფიდან შერჩეულმა პრეზენტატორებმა წარმოადგინეს ჯგუფების ნამუშევრები. მოხდა შეკითხვების დასმა და განხილვა. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა ნახეს პრეზენტაცია ეკოტურისტული პოტენციალის შეფასების შესახებ.
აღნიშნული აქტივობებიდან გამომდინარე მოსწავლეებმა დაინახეს სამოგზაუროდ ან ტურისტული პროდუქტის გასავითარებლად განსაზღვრული ტერიტორიის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მოძიებისა და მისი ანალიზი.