მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ,,მწვანეებმა" სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოამზადეს საპროექტო განაცხადი ,,მწვანე ხედვა", რომლის მიზანია მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა, ნარჩენების მდგრადი მართვის ინიციატივების და აქტივობების წახალისებით.
პროექტი ითვალისწინებს 20 სამუშაო შეხვედრას, კერძოდ:
1. ეკოკლუბის წევრების შერჩევა და კლუბის შერჩეული მოსწავლეებით დაკომპლექტება. სამიზნე ჯგუფიდან სურვილის მიხედვით მოხდება მოსწავლეების ეკოკლუბში გაწევრიანება, სარეგისტრაციო ბარათის შევსების საშუალებიათ, შეიქმნება ეკოკლუბის წესდება.
2. სკოლის ბაზაზე სპეციალური ფართის გამოყოფა და ეკოკლუბისთვის შესაბამისი გარემოს მოწყობა, რომელიც აღიჭურვება შემდეგი ინვენტარით: (რბილი ავეჯი, საგამოფენო თაროები, ჟალუზები, პროექტორი, კომპიუტერი, ფერადი პრინტერი, მაგიდა, სკამები).
3. საჭირო გარემოსდაცვით ლიტერატურის მოძიება. წიგნებს მოვიძიებ მოსწავლეების ინტერესებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე.1.ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში. 2.შეამცირე,გამოიყენე ხელმეორედ საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 3. კომპოსტი ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების საუკეთესო საშუალება. 4. მოქალაქის გზამკვლევი. 5. კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და კატასტროფის შემდეგ. 6. თემის და რეგიონის განვითარება.
4. გარემოსდაცვითი ლიტერატურის გაცნობა და საგანმანათლებლო ლექცია-პრეზენტაციების გამართვა. მოსწავლეები გაეცნობიან რა გარემოსდაცვით ლიტერატურას, მოისმენენ მასწავლებლის მიერ მომზადებულ ლექციებს გააანალიზებენ ნარჩენების მდგრადი მართვის მნიშვნელობას. (ლექციის თემატიკა: 1. მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ წარმოადგენს ნარჩენების არასწორი მართვა გარემოსდაცვით საფრთხეს, თუ რა მნიშვენლობა აქვს ბუნებრივი რესურსებს და მათ მდგრად გამოყენებას; 2. მინი ლექცია ნარჩენების მდგრადი მართვის მიდგომებზე და 4R - შეამცირება, ხელმეორედ გამოყენება, გამოყენება სხვა დანიშნულებით; 3. ლექცია და დისკუსია ლეგალური და არალეგალური ნაგავსაყრელების საკითხზე).
5. ნარჩენებისგან მეორადი ნივთების შექმნა. მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ნარჩენებისგან ქმნიან მეორად სასარგებლო ნივთებს, მოეწყობა გამოფენა-კონკურსი გამოვლინდება საუკეთესო ნაშრომის ავტორი.
6. ბუკლეტების, პოსტერებისა და პლაკატების შექმნა. მოსწავლეები ქმნიან გარემოსდაცვითი თემატიკის ბუკლეტებისთვის ტექსტებს; პლაკატებისა და პოსტერებისთვის სლოგანებს და ნახატებს.ბეჭდავენ თავიანთ შედგენილ ბუკლეტებს, პოსტერებს, პლაკატებს და ავრცელებენ თანატოლებსა და თემის მოსახლეობაში
7. ვიდეორგოლების გადაღება. მოსწავლეები ქმნიან გარემოსდაცვითი შინაარსის ვიდეორგოლებს თანატოლების გარემოსდაცვითი და სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად. გუნდში აირჩევა ვიდეორგოლების რეჟისორი რომელიც უზრუნველყოფს სიმულაციური სიტუაციების და ნარჩენების ბუნებაზე უარყოფითი გავლენის ამსახველი 2-3 წუთიანი სამოყვარულო ვიდეორგოლების გადაღებას მობილური ტელეფონის საშუალებით.
8. დასუფთავების აქცია. პროექტის განხორციელების პერიოდში 3-ჯერ მართავენ დასუფთავების აქციებს, მოსწავლები აქციებში რთავენ თანატოლებსა და თემის მოსახლეობას, ავრცელებენ თავიანთ შექმნილ ბუკლეტებს და აკრავენ პლაკატებს.
9. პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა-პრეზენტაცია. მოსწავლეები მიღწეული შედეგებს უზიარებენ თანატოლებსა, მასწავლებლებს და მშობლებს წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის საშუალებით.
პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსდა 3925 ლარით.