პორტუგალიის შემდეგ, ხანძარი ესპანეთის ტყის მასივსაც გაუჩნდა

ევროპის ტყეები ხანძარმა მოიცვა. პორტუგალიის შემდეგ, ხანძარი ესპანეთის ტყის მასივსაც გაუჩნდა. მოგერის მინიციპალიტეტში ხანძარმა ასობით ჰექტარი ფართობი გაანადგურა.

ხანძარს 11 ვერტმფრენი და 12-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ბრიგადები აქრობენ. ხანძრის ლოკალიზებას ხელს უშლის ქარის მიმართულება.

"ჩვენ ქარის მიმართულების ცვლილებას ველოდებით, რომელმაც შესაძლოა ცეცხლი გაამძაფროს",-ამბობს მთავრობის წარმომადგენელი ანდალუსიაში ანტონიო სანსი.

ესპანეთის საგანგებო სამსახურის ცნობით, ევაკუირებული ადამიანებიდან 750-მდე ადამიანი დროებით სპორტ-დარბაზებში განათავსეს.  

მოძალებულმა ცეცხლმა დონიანის ეროვნულ ტყე-პარკშიც შეაღწია. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა.