3 დეკემბერი პესტიციდების საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მარადმწვანე"-ს წევრებმა, ლიზი ბენაშვილმა და აჩიკო ქავთარაძემ ერთი კვირის განმავლობაში აქტიური მუშაობა გასწიეს კლუბის სხვა წევრებთან, დაწყებით და საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად სასკოლო სტენდის - ,,საქართველოს დაცული ტერიტორიები"- მოსაწყობად. რომელზეც ასახულია მდიდარი ინფორმაცია სახელმწიფო ნაკრძალების და ეროვნული პარკების შესახებ.
არხილოსსკალოს სკოლის ეკოკლუბელებმა პარალელურად ჩაატარეს მინი ლექციები V, VI, VII კლასის მოსწავლეებთან პესტიციდების ტოქსიკურობაზე და მათ უსაფრთხო გამოყენებიაზე, ნიადაგის ქიმიური დაბინძურების მიზეზებზე.
აქტიური დისკუსია გაიმართა საქართველოს ბიომრავალფეროვანების , კერძოდ ვაშლოვანის ნაკრძალის ფლორისა და ფაუნის საკითხზე მსჯელობისას.