წალკის მუნიციოპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკლის მოსწავლეებმა სენაკელ სტუმრებს უმასპინძლეს, სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია კეცხოველის პრემიის მფლობელია, გუმბათის სკოლის მოსწავლეებს ესაუბრნენ თავიანთ მიღწევებსა და პროექტებზე, თავის მხრივ, გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სენაკელებს თავიანთი წარმატებები გააცნეს.
გუმბათის სკოლის მოსწავლეებმა სენაკელებს სოფლის ღირსშესანიშნაობებიც გააცნეს,
ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ სხვადასხვა კუთხისა და რელიგიის მოსწავლეები ერთმანეთს დაუმეგობრდნენ, ერთმანეთის ტრადიციები და ღირებულებები გაიცნეს.
მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე.