თბილისის 191-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბმა პესტიციდების ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ეკოკლუბის წევრებმა მოსწავლეებს გააცნეს თუ რა ზიანს აყენებს პესტიციდები ნიადაგს და მცენარეებს.
მცენარეთა მავნე ორგანიზმებისგან დასაცავად მსოფლიოში ერთ-ერთი ქიმიური საშუალება არის ე.წ. პესტიციდების გამოყენება. თუმცა იგი ტოქსიკურად მოქმედებს არამარტო მავნე, არამედ სხვა ორგანიზმებზეც. მათ შორის ადამიანებზე.
არასწორი და საერთოდ, მოხმარების შემთხვევაში პესტიციდები დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს.
"ეკოკლუბის წევრები ვგეგმავთ, ჩვენი სკოლის მცირე ადგილი დავუთმოთ მცენარე ,,ღომის" მომრავლებას. ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მომრავლებაში და მაგალითი მივცეთ სხვებს" - ამბობენ თბილისის 191-ე სკოლის მოსწავლეები.