20 ნოემბერს" ეკოკლუბ "ოიკუმენეს" თაოსნობით, ქალაქ ფოთის N5 სკოლაში აღინიშნა ბავშვთა ევროპული კონვენციის ოცდაათი წლისთავი.
ეკოკლუბის მიერ მოხდა მოსწავლეთა საზეიმო დახვედრა, რომელშიც ჩაერთო დირექციის წარმომადგენლები.
1989 წელს მიღებულმა ბავშვთა კონვენციამ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაცკონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ.კონვენცია შედგება 54 მუხლისაგან. ეკოკლუბის მიერ ამობეჭდილი ეს მუხლები დაურიგდა ყველა კლასის მოსწავლეს. იცოდე შენი უფლებები და იყავი დაცული - სწორედ ეს იყო აქტივობის მიზანი.