28 ნოემბერს, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში, ქალაქ გორის N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბის - ,,ჩვენ და ბუნების,, წევრები და პედაგოგები ესტუმრნენ ერგნეთ -მამისაანთუბნის საჯარო სკოლას ერთობლივი შეხვედრის დროს (2019 წლის 10 ნოემბერს) დაგეგმილი პროექტის (ერგნეთ მამისაანთუბნის სკოლის ტერიტორიაზე ქართულ ოსური ხეივნის გაშენება) განხორციელების მიზნით.
პარტნიორმა ორგანიზაციამ გორის მერიამ შეიძინა და ეკოკლუვბელებს გადასცა 40 ცალი იფნის და მუხის ნერგი. აღნიშნული ნერგების დარგვაში გორელ მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილემ ბატონმა ამირან ქრისტეიაშვილმა, ქალაქ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, მერის მოადგილემ პატა ივანიშვილმა, გორის რესურსცენტრის უფროსმა ნანა ტერმაკოზაშვილმა, გორის სანერგე მეურნეობის მეტყევემ დათო ხუროშვილმა.
ასევე მონაწილეობა მიიღეს თემში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, მათ შორის ეროვნებით ოსებმაც და შშმ მოწავლეებმაც.
ერგნეთ-მამისაანთუბნის სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს ცეკვა ქართული და ოსური. ბავშვებმა ამით გამოხატეს თავიანთი მეგობრული დამოკიდებულება ოსი ახალგაზრდების მიმართ.
ღონისძიება მთლიანად გააშუქა ტელეკომპანია ,,თრიალეთმა".