1 დეკემბერს მთელი მსოფლიო შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით რუსთავის მე-17 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მე-11 და მე-8 კლასის მოსწავლ;ეების ჩართულობით ჩაატარეს კონფერენცია სახელწოდებით „მავნე ჩვევები“.
კონფერენცია მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეებს უქმნის ადამიანს მავნე ჩვევების შეძენა და მათთან შეგუება.
მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაწერეს საკონფერენციო თემები, შექმნეს სპეციალური თვალსაჩინოებები და გააკეთეს ბუკლეტები.
კონფერენციის დასასრულს ბიოლოგიის პედაგოგმა მზევინარ შველიძემ მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა მავნე ჩვევების მიერ გამოწვეულ მათი ჯანმრთელობის საფრთხეებსა და შედეგებზე. გამართა დისკუსია, რაც მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა, როგორც მოსაწვლეებისთვის, ისე დამსწრე სტუმრებისა და მასწავლებლებისთვის,.