კახეთში, ქალაქ ახმეტის პირველ საჯარო სკოლაში მოეწყო სპექტაკლის ჩვენება. სკოლის ეკოკლუბის წევრებმა წაიკითხეს ნიკო კეცხოველის წიგნი თოვლიან მთებში და გააკეთეს მისი პრეზენტაცია. ამ პრეზენტაციის დროს ერთ-ერთ ბავშვს გაუჩნდა იდეა, რომ ამ წიგნიდან რომელიმე მონაკვეთი დაედგათ და გაეკეთებინათ სპექტაკლი.
სპექტაკლის რეჟისორი არის ეკოკლუბის წევრი მე-10 კლასის მოსწავლე გიგა ჩეკურიშვილი, პროდუსერი სოფია ოქროცვარიძე. ამ სპექტაკლში მონაწილეობა მიიღეს მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა.
თითოეულმა მონაწილემ დიდი წვლილი შეიტანა დარბაზის მორთვაში, მათ გააფორმეს სააქტო დარბაზი სადაც ჩატარდა სპექტაკლი. ბავშვებს დიდი დახმარება გაუწია ხელოვნების მასწავლებელმა მარიკა აბულაძემ და დირექციამ.
მოეწყო ნიკო კეცხოველის წიგნის განხილვაც. სპექტაკლზე მიიწვიეს CENN-ის წარმომადგენლები: კახა სუხიტაშვილი და ანა ამონაშვილი.