აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია სულ 290 ათასი ჰექტარია, საქართველოს ტერიტორიის 4.1 %-ი. აქედან 80% მთას უკავია, 15% მთისწინეთს და დაბლობი მხოლოდ 5%-ია. ტყეების ფართობები – 160000ჰ-მდეა. ტერიტორიული ადმინისტრაციებია: ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს და ერთი თვითმართველი ქალაქი - ბათუმი.
ოფიციალური მონაცემებით მოსახლეობის მიერ ერთ წელიწადში გამოყენებული საშეშე მერქნის მოცულობა საშუალოდ შეადგენს 72000 მ
3 . (2012-2013წწ). გაზიფიცირების ქსელში ჩართულია 60 000 მეტი ოჯახი.
გარდა მოსახლეობისა დიდი რაოდენობით საშეშე მერქანს მოიხმარს საბიუჯეტო ორგანიზაციები, მათ შორის პირველ ადგილზეა სკოლები და სკოლამდელი დაწესებულებები. სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების გაზიფიცირება დაწყებულია რეგიონის მასშტაბით. ბათუმის ტერიტორიაზე 45 საჯარო და კერძო სკოლა და 27 საბავშვო ბაღია. საბედნიეროდ ყველა მათგანი გათბობის საშუალებად ბუნებრივ გაზს და დიზელის საწვავს იყენებს. ბათუმის მაგალითზე წელიწადში 5000 მ
3 საშეშე მერქანის დაზოგვა ხდება ეს კი დაახლოებით 1000 ძირი ხეა.
კვლევა მომზადებულია CENN-ის მიერ „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ADC ავსტრიის განვითარების სააგენტო.