მცხეთის სოფელ გალავნის სკოლაში 27 ნოემბერს მოეწყო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო იმ პროცესის გაცნობა, თუ სხვა ქვეყნებში როგორ ხდება ნარჩენების უტილიზაცია. ისაუბრეს ნარჩენების უტილიზაციას ფორმებზე: ნარჩენების შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება. რაც ბევრ ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება.
განიხილეს თითოეული მათგანი. მაგალითად: ნაკლებად გამოყენება პოლიეთილენის, მინის, თუნუქის საგნების. ცდა მათი ხელახალი გამოყენების და მხოლოდ შემდეგ ჩაბარების გადასამუშავებლად. გადაყრილი ნაგავი ქმნის ნაგვის გორებს რაც წვის შედეგად ატმოსფეროში დაგროვებას იწვევს. საჭიროა მათი დამარხვა მიწაში. ხოლო გამოყოფილი მეთანის საჭიროების მიხედვით გამოყენება. იდეალური პროდუქტია მინა, რომელიც რამდენჯერმე შეიძლება გადამუშავდეს და ახალი საგნები დამზადდეს. ეს პრაქტიკა დანერგილია აშშ-ი.
მოსწავლეების აზრით, რადგან პოლიეთილენის არ არის ბუნებრივი მასალა, - არ ტყდება. მისგან დამზადებული ბოთლების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. გარემოში მოხვედრილი კი ზიანს აყენებს ადამიანს და ბუნებას. ბევრ ქვეყანაში შეგროვების და გადამუშავების შემდეგ აკეთებენ: ნაგვის მონტეინერებს, ნაგვის ჩასაყრელ პაკეტებს, ავზებს და სხვა.
შეხვედრას ესწრებოდა კლუბ "თეზამი 2018"-ის წევრები და კურატორი. დაგეგმეს კვლევების დაწყება ზოგადად სკოლის ჰიგიენური მდგომარეობის, წყლის და შეშის გამოყენების შესახებ.