ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში თბილისის ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივის“ ეკო-კლუბ ༺NgonForest༻-მა დაათვალიერა და დაასუფთავა შიდა ქართლის მხარეს ერთ-ერთი ყველაზე გამომშრალი ადგილი - თეთრახევის უდაბნო (საკადასტრო კოდი - 200.24.24992). თეთრახევის უდაბნო ასევე ცნობილია ასურელი მამის, თადეოზ სტეფანწმინდელის (თეთრახეველის) მონასტრით. თეთრახევის მონასტერი სხვა ასურელი მამების მონასტრებისგან იმით გამოირჩევა, რომ დღესდღეობით ერთადერთი უმოქმედოა, თუმცა ეს განპირობებულია რთულად მოსადგომი ადგილმდებარეობით.
გეოგრაფიულად ადგილი მდებარეობს საყდრიანის და კოწახურას ხევის სათავე წერტილში, მაგრამ ეს მდინარეები სეზონურია და თითქმის ყოველთვის გადამშრალია. შესაბამისად, ამ მონასტერს რთულად მიეწოდება წყალი და ამიტომაც ის დღეს სრულიად მიტოვებულია.