ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის პირველი საჯარო სკოლის ეკოკლუბი "კირცხი და ძელქვები"-ს წევრებმა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ჯანაშიას გამოწვევას უპასუხეს ვიდეოთი და საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად ხეების დარგვა დაისახეს.
ორი წლის წინ სკოლაში იყო შექმნილი გაერთიანება სახელწოდებით: "გახდი ტყაჩუ"- გახდი ტყისმცველი (მეგრ.). ეს წამოწყება ეკოკლუბელებმა ისევ აღადგინეს. ეკოკლუბის წევრებმა სხვადასხვა კლასში ჩაატარეს სემინარები იმასთან დაკავშირებით, თუ სწორად როგორ უნდა დარგონ ხეები. ეკოკლუბელებმა პატარებთან საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაატარეს.
ბავშვებმა სპეციალურ ჟურნალში თავიანთი ხელით ჩაწერეს გვარ-სახელები და თქვეს, რომ გამწვანების აქციებში მშობლებსაც დაიხმარენ და მათაც ტყაჩუს გახდიან.
ამ აქტივობის ქვეშ თითქმის მთელი სოფელი კირცხი გაერთიანდა. მოსწავლეებმა წელს ხეების დარგვა უკვენდაიწყეს, თუმცა ნერგების ძირითად ნაწილს გაზაფხულზე დარგავენ.