29 ნოემბერს დაბა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ,,მწვანე სამყარო" შეუერთდა საერთაშორისო ინიციატივას ,,სინათლე დედამიწაზე" და მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ერთად საღამოს 6 საათზე "დედამიწა აანთო". ღონისძიების ინიციატივა ფინურ ონლაინ სკოლას ENO-ს ეკუთვნის, საქართველოში ENO ს ააიპ ,,სიქა" წარმოადგენს. აქტივობა კლიმატის ცვლილებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეძღვნებოდა.
ღონისძიება წინასწარ დაანონსდა და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო დასწრება. სტუმრები ბევრი ჰყავდა მეორე სკოლელთა საზოგადოებრივ ინიციატივას. საზოგადოებას აინტერესებს მსგავსი აქტივობები:
1. დაბალია მათი ცნობიერება კლიმატის ცვლილებასთან, გარემოსდაცვით საკითხებთან, გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით.
2. მთელი დღის განმავლობაში სამსახურითა და პირადი პრობლემებით არიან დაკავებულნი, ფერადი დღეები ნაკლები აქვთ.
3. სიახლე ყოველთვის ინტერესს იწვევს.
4. შეუძლიათ, თვითონაც გააკეთონ სასიკეთო დედამიწისთვის.
5. ბავშვებს შეუძლიათ, დიდებს განათლება მისცენ.
კიდევ ბევრი მიზეზია, რის გამოც საზოგადოებაა მზადაა, ჯერ შორიდან, ქუჩიდან ათვალიეროს მსგავსი ღონისძიება, შემდეგ კი გაბედულად შეაბიჯოს სკოლის ეზოში და გაეცნს სიახლეებს.
ღონისძიებაზე პარტნიორ ორგანიზაციებსა თუ ინდივიდუალურ პირებს საშუალება ჰქონდათ ერთი ნერგი გაეღოთ საჩუქრად, რომ კლიმატის ცვლილება დედამიწის საკეთილდღეოდ შეიცვალოს.
ეკოკლუბელების ინიციატივას ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა. ნაჩუქარ წიწვოვან ნერგებსაც მალე დარგავენ, მთავარია, ამინდი არ გაფუჭდეს.
სასკოლო აქტივობა მდგრადი განვითარების მე-15 და მე-17 მიზნიდან გამომდინარეობდა.
ღონისძიება ადგილობრივმა გაზეთმა ,,ჩემი იმერეთი" გააშუქა.