27 ნოემბერს მესხეთში, ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კლუბ „ეკო-vision”-ის აქტიური წევრებისა და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით თემის ფარგლებში მაკულატურის შეგროვებისა და ჩაბარების აქცია-აქტივობა განახორციელეს.
მას შემდეგ, რაც ეკო-მოსწავლეებმა ჯერ სკოლის მასშტაბით მოგროვებული მაკულატურა ჩააბარეს, ქალაქ ვალის N3 არაქართულენოვან, საჯარო სკოლას ეწვივნენ დაა თანატოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სკოლის ადმინისტრაციის მიერ შეგროვებული მაკულატურის ჩაბარებაში. მოგვიანებით კი, დასახლების მასშტაბით, ძველი წიგნების ჩაბარების მსურველი ოჯახები მოინახულეს და სასურველი მომსახურების მიღებაში დახმარება გაუწიეს.
აღნიშნული აქტივობა სკოლამ უკვე მეოთხედ განახორციელა და ჯამში 1765 კილოგრამი მაკულატურის ჩაბარება შეძლო. ამჯერად პროცესის ინიციატორები უკვე სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებმაც აქციას სხვა მასშტაბები მისცეს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობის დაგეგმვიდან განხორციელებამდე, ყველა ეტაპზე და დონეზე, მასში სკოლის სსსმ მოსწავლეებიც იყვნენ ჩართული.