საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილის საჯარო სკოლის ეკოკლუბი ,,ბუნების შვილები" ცოცა ხნის წინ ჩაერთო ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში.
კონკურსის ფარგლებში ეკოკლუბელებმა 28 ნოემბერს გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, გეოგრაფიის პედაგოგის ხელმძღვანელობით ჩატარეს ლექცია, დაწყებით საფეხურზე, მე-3 და მე-4 კლასებში და მოუწოდეს მათ არ დააბინძურონ გარემო ნარჩენებისგან, მოუფრთხილდნონ მას და მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე დაიცვან იგი.
ლექციის შემდეგ კი დაიგეგმა და განხორციელდა დასუფთავების აქცია. ჭორვილის სკოლის მოსწავლეებმა დაასუფთავეს მათი სკოლის ეზო და შემოგარენი.