თავისუფალი გაკვეთილები შუახევის სოფელ გომარდულის სკოლაში

27 ნოემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებს „ბუნების ქომაგნი“ ჩაუტარდათ მესამე თავისუფალი გაკვეთილი თემაზე „ეკოტურიზმი“. თავისუფალი გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ, როგორ შეიძლება დასვენება და გართობა ბუნებასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან კავშირში იყოს; განემარტათ ეკოტურიზმის მნიშვნელობა  და განესაზღვრათ ტურისტული საქმიანობების შედეგები.

მოსწავლეებმა გონებრივი იერიშის საშუალებით დაასახელეს სიტყვები ეკოტურიზმზე, ჯგუფებში დაახარისხეს ბარათებზე მოცემული აქტივობები ორი კრიტერიუმის მიხედვით, თუ რომელი აქტივობა იყო შედარებით უსაფრთხო და რომელი აქტივობა ახდენდა დადებით ზეგავლენას ადგილობრივ თემზე. აქტივობის ბოლოს ჯგუფებმა წინასწარ მომზადებულ ფლიპჩარტზე, სადაც მოცემული იყო სამი კატეგორია: 1. ეკოლოგიურად უსაფრთხო; 2. მოსახლეობისთვის სარგებელის მომტანი; 3. არცერთი.  

მოსწავლეებმა  ცხრილში მითითებულ კატეგორიებში დააჯგუფეს მათ მიერ არჩეული შესაბამისი აქტივობები. მათ განმარტეს აგრეთვე ეკოტურიზმის მნიშვნელობაც. „ ეკოტურიზმი არის ისეთი დასვენება და გართობა, რომლის დროსაც ჩვენ ვისვენებთ, მაგრამ ამასთანავე ვუფრთხილდებით ბუნებას. ეკოტურიზმი არის ცოდნის გაღრმავება ბუნებასთან დაკავშირებით ბუნების წესების დაცვით.“  

გაკვეთილის ბოლოს ბავშვებმა ნახეს პრეზენტაცია ეკოტურიზმის არსის, მისი სახეობებისა და პრინციპების შესახებ.