ბოლნისის კერძო სკოლა "დავითიანში" გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემაზე იმსჯელეს

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანში“ მოეწყო სკოლების მოსწავლეების შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის სპეციალისტებთანშეხვედრას ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების ტალავერისდარბაზისაკაურთასმამხუტისა და სკოლა დავითიანის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები.

შეხვედრის მთავარი თემა იყო ადრეული ქორწინებადამსწრეთა დიდ უმრავლესობას აზერბაიჯანელი მოსწავლეები შეადგენდნენამიტომ შეხვედრა ორ ენაზე - ქართულად და აზერბაიჯანულად მიმდინარეობდა.

სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წევრებმა დამსწრეებს ესაუბრნენ ადრეული ქორწინების უარყოფით გავლენებსა და შედეგებზეგააცნეს საკანონმდებლო ცვლილებებიგანიხილეს ადრეული ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებიშეხვედრა ინტერაქტიული მეთოდებით წარიმართამოსწავლეების მხრიდან დაისვა შეკითხვებირომლებზეც სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებისაგან მიიღეს ამომწურავი და კომპეტენტური პასუხები.