ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, "ორბელიანის ფონდის დაფინანსებით" რუსთავის N22 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა გადაწყვიტა ქალაქის გამწვანების მიზნით რუსთავში დაერგო 600-მდე ნერგი.
აღნიშნული აქტივობა გაშუქდა ქვემო ქართლის ტელევიზიის მიერ. აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ რუსთავის მერიის წარმომადგენლებმა.
მოსწავლეების მხრიდან მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, რაც რუსთაველი ეკოკლუბელების აზრით აამაღლებს მოსახლეობის თვითშეგნებას და მოტივაციას მისცემს მათ ბუნებაზე იზრუნონ.