კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ედელვაისის" ეკოკლუბელებმა მათივე სკოლის მე-8 კლასთან ჩაატარეს ტრენინგი 20 ნოემბერს, ბავშვთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.
1954 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეკომენდაციით, ყოველი წლის 20 ნოემბერს აღინიშნება ბავშვთა საერთაშორისო დღე, როგორც ბავშვთა შორის ურთიერთგაგებისა და ბავშვთა კეთილდღეობის ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერის დღე.
ბადიაურელმა ეკოკლუბელებმა ბავშვებს მოუწოდეს აქტიურობისაკენ და აუხსნეს თავიანთი უფლებები, თუ რაოდენ მნიშნელოვანია თითოეული მათგანის ხმა, შესაძლებლობა და განვითარება.
როგორც იცით, ეს დღე ეწინააღმდეგება ბავშვის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სხვა ნებისმიერი სახის ძალადობას.