თბილისის 182-ე საჯარო სკოლაში ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა კამპანია ''დაიცავი გარემო'', რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მიზანს, კერძოდ კი - კლიმატის ცვლილებებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარებას პასუხობს.
8 ნოემბერს, კამპანია ''დაიცავი გარემოს'' დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებისაგან შემდგარი შვიდი გუნდი. მათ შორის მონაწილეობდა ეკოკლუბი "მარსი". მათ შემოქმედებითად უნდა წარმოედგინათ კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაციები, რომელსაც შეაფასებდა სტუმრების, ''დაიცავი გარემოს'' ორგანიზატორებისა და სკოლის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიური.
გამარჯვებულის გამოვლენა ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან პრეზენტაციები, მართლაც მაღალ დონეზე იქნა წარმოდგენილი. საბოლოოდ, ეკოკლუბმა "მარსმა" გაიმარჯვა.
ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები და საჩუქრები: ჩანთა და მაისური.