თბილისის 190-ე სკოლის მოსწავლეებმა ხუდადოვის ტყე დაასუფთავეს

7 ივნისს, თბილისის N190 საჯარო სკოლის გუნდმა "მაძიებლები“, ჩუღურეთის რაიონის დასუფთავების სამსახურთან ერთად კვლავ გააგრძელა გარემოსდაცვითი აქტივობა და დაასუფთავა ხუდადოვის ტყის ერთი მონაკვეთი.

აქციაში ეკოკლუბთან მონაწილეობდნენ სკოლის დირექტორი მაია გიორგიაძე, ბიოლოგიის მასწავლებელი ქეთევან ტოგონიძე და გუნდის ლიდერი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ქეთევან ჭელიძე.

"აქცია 2 საათს გრძელდება. ჩუღურეთის დასუფთავების სამსახურმა აქტიურად ითანამშრომლა ჩვენთან, რაზედაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. მსგავსი აქტივებით ჩვენ ვექომაგებით ბუნებას და ვამკვიდრებთ ჯანსაღი ცხოვრების წესს" - ამბობს ეკოკლუბ "მაძიებლების" ლიდერი, ანა მორგოშია.