ევროპის მემკვიდრეობის დღეები ოზურგეთში ყოველი წლის შემოდგომაზე, აღინიშნება და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას წარმოადგენს, „ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2019“ ჩართვა, ტრადიციად იქცა დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებისათვის.
„ევროპის მემკვიდრეობის დღეებში“ ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა მონაწილეობს. ყოველწლიურად პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული აქტივობები ევროპის საბჭოს მიერ შერჩეულ სხვადასხვა თემას ეძღვნება.
წლევანდელი ევროპის მემკვიდრეობის დღეების თემა: ხელოვნება და სანახაობა იყო. ეკოკლუბის წევრები აქრიურად ჩაერთო ინტელექტუალურ შემეცნებით, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში. მონაწილეობა მიიღეს ხელნაკეთი სუვენირების გამოფენაში.