18 ნოემბერს ჭიათურაში, გამარჯვების პარკის ტერიტორიაზე გაიმართა ფოტო-გამოფენა, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ ჭიათურის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენლები, ასევე ჭიათურის #1, #4, #5, შუქრუთის #2 და ითხვისის #2 საჯარო სკოლები “ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოსთან“ ერთად.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დღევანდელი ჭიათურის ეკოლოგიური მდგომარეობის ამსახველი სურათები,მათ შორის ცენტრალურ ქუჩებში მანგანუმმზიდი მძიმეწონიანი ავტომობილების გადაადგილება და მათი გამონაბოლქვი.
ფოტოებით დაინტერესებულ გამვლელებს ახალგაზრდები უხსნიდნენ, თუ რა საფრთხეს შეიცავს ჭიათურის მოსახლეობისთვის აღნიშნული ავტომობილები და რისი გაკეთება შეუძლია თითოეულ მოქალაქეს აღნიშნული პრობლემის აღსაკვეთად. მდგრადი განვითარების მე-3, მე-4 და მე-17 მიზანი