კახეთში, სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში, ეკოკლუბ “იყალთოს” ლიდერმა ლიკა გარსევნიშვილმა გამართა საგრანტო პროექტის "მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების (პლასტმასა, ქაღალდი, შუშა, ალუმინის ქილა) წარმოქმნის შემცირებისა და ნუ სეპარირებული შეგროვების საკითხებზე“-ს პირველი შეხვედრა და მოაწყო პრეზენტაცია თემაზე “ნარჩენების მართვა”.
შეხვედრაზე ძირითადად განხილული იყო ისეთი საკითხები როგორებიცაა: ნარჩენების მართვა და მისი მნიშვნელობა და საქართველოში არსებული რეგულაციები ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით.
პრეზენტატორმა დამსწრე საზოგადოება გახადა ინფორმირებული ეკოკლუბის მიერ მოგებული პროექტის და 600$-იანი გრანტის შესახებ, რაც გულისხმობს თემის დონეზე ჩართვას ნარჩენების მართვაში.
პრეზენტაცია გაიმართა სამოქალაქო კლუბთან თანამშრომლობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ იყალთოს სკოლის მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები. პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.