"ბაღის ფრინველთა საათი" თელავში

ყოველწლიური კამპანია: "ბაღის ფრინველთა საათი" თელავში ტრადიციულად მთელი რიგი აქტივობებით აღინიშნა. თელავის N2 საჯარო სკოლაში ადგილობრივი ეკო-კლუბის წევრებმა ჩაატარეს საგანმანათლებლო მინი-ლექციები ბაღის ფრინველებთან დაკავშირებით.

ბავშვებმა შეისწავლეს ფრინველთა საბინადრო არეალები და ცხოვრების ნირი, ბოლოს კი აღრიცხეს ფრინველები და შედეგები ოფიციალურ ვებ-გვერდზე ატვირთეს.

ქალაქ თელავის N2 საჯარო სკოლა წელს კახეთის რეგიონიდან ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და აქტიური სკოლაა.