ლენტეხის სოფელ ხოფურის სკოლის ეკოკლუბელები ადგილობრივ საბავშვო ბაღს ეხმარებიან

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის  ეკოკლუბ "ლემშვანიერას" წევრებმა მოაწყვეს აქცია სახელწოდებით: "ჩვენი მშობლიური ბაღი", რაც სკოლის ახლოს მდებარე საბავშო ბაღის საზამთროდ შეშის შენახვა-დაბინავებას ითვალისწინებდა.

აღნიშნული საბავშვო ბაღი ის ადგილია, სადაც გაზარდნენ სოფელ ხოფურის სკოლის ეკოკლუბის წევრები. პედაგოგ-აღმზრდელები სიხარულით შეხვდენენ მოსწავლეების ჰუმანურ აქციას.

მსგავსი ტიპის აქციები დაიგეგმება სოფელ ხოფურში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წევრების დასახმარებლად.