"კვირეული პლასტმასას გარეშე" თბილისის 176-ე სკოლაში

ეკოკლუბმა "ეკოტინმა"თბილისის 176-ე საჯარო სკოლაში კამპანია "შეამცირე პლასტმასას"  ფარგლებში გამოაცხადა "კვირეული პლასტმასას გარეშე".

კვირეულის ფარგლებში 176-ე საჯარო სკოლაში გაიხსნა კუთხე სადაც წარმოდგენილი იყო პლაკატები და ნახატები სლოგანით "არა პლასტმასას" ასევე გაიხსნა იდეების ყუთი სადაც ბავშვებმა ჩაყარეს იდეები თუ როგორ შეცვლიდნენ ან რით ჩაანაცვლებდნენ ერთი პლასტმამასის  ნივთს სკოლაში ან როგორ აქცევდნენ მას მრავალჯერადი გამოყენების ნივთად.

მოხდა ყუთის გახსნა და იდეების გაცნობა, რომელთა მოდელების წარმოდგენა და პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება.

176-ე საჯარო სკოლა და ეკოკლუბი "ეკოტინი" მხარს უჭერს და უერთდება კამპანიას "არა პლასტმასას" და იბრძოლებს პლასტმასას წინააღმდეგ.

აარსებული აქტივობა ემსახურება გაეროს მე-15 მიზანს.