ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის გორის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ,,ეკო-მებრძოლები" წევრები ფიქრობენ, რომ მეტი ბუნება მეტი სიმწვანე და ბიომრავალფეროვნებაა, რომელიც მდგრადი განვითარების მეთხუთმეტე მიზანს წარმოადგენს.ს
ეკოკლუბელების აზრით, სიმწვანე აუცილებელი ნაწილია ჩვენი მომავლისათვის და ჯანმრთელი სიცოცხლისთვის.
ამიტომ "ეკო-მებრძოლებმა'' იზრუნეს უფრო მწვანე მომავლისთვის, წინ აღუდგნენ ფლორის განადგურებას და საკუთარი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს ჯუჯა კაკლის ნერგები.
აქტივობაში მთელი გუნდი იყო ჩართული.