იმერეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა საჩხერის ერთ-ერთი სოფელი ხახიეთი, რომელიც 1991 წლის 9 ბალიანმა მიწისძვრამ მთლიანად გაანადგურა. რელიეფის მთაგორიანობის გამო, მიწისძვრამ ამ ადგილზე გამოიწვია ძლიერი ქვათა ცვენა, მთების ჩამოშლა, გადაიკეტა მდინარე და წარმოიქმნა კლდეზვავური ტბა.
აღნიშნული სოფელი მთლიანად მოქცეული იყო მთებს შორის. ამ მოვლენამ, სოფლის მოსახლეობა მიწაში ჩაიტანა. გადარჩა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი. ზოგადად, მიწისძვრის შემდეგ ჩნდება ჩაწეული და ამოზნექილი უბნები.
მოცემულ სურათზე მკაფიოდ ჩანს გაჩენილი ტბა, რომელიც მიწისქვეშა ქსელით უკავშირდება მდინარე ყვირილას. მოცემული ინფორმაცია საჩხერეში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის საირხის სკოლა-პანსიონის ეკო-კლუბის ხელმძღვანელმა გააცნო ეკო-კლუბის წევრებს.
ბავშვებმა თანდართული ილუსტრაციებით იმსჯელეს, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები ამ კატასტროფის პროცესში, რა მოხდებოდა დედამიწის ქერქის ფენებში, თუ რა საშიშროება შეიძლება გამოიწვიოს სტიქიურმა კატასტროფებმა.
"დიდი სურვილი გამოვთქვით ამ ადგილის ნახვის, მაგრამ სამწუხაროდ მისი ნახვა ფიზიკურად ვერ მოხერხდება, რადგან ეს ადგილი ამჟამად ოკუპირებულია. ამიტომ, მხოლოდ ინფორმაციული მასალის გაცნობით შემოვიფარგლეთ" - ამბობს წმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლის ეკო-კლუბის წევრი, ანი სოფრომაძე.