ჯავახეთის ფოტო–ტურის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა (ვიდეო)
ხალციხეში მოეწყო ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე ფოტო ტურის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა. აქვე CENN-ის ინიციატივის მონაწილეებმა წარმოადგინეს ფოტო-ტურში მიღებული გამოცდილება და რეგიონულმა კოორდინატორმა კი CENN-ის ფოტო კონკურსი "ფოტო სინთეზი". შეხვედრას დაესწრნენ ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები.
შეხვედრა “სენის” ერთ–ერთი პროექტის – „ტყის მდგრადი მართვა“, ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს. პროექტის მიზანს ფლორისა და ფაუნის დაცვის კუთხით ახალგაზრდებს ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს
შეხვედრა გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიის "მეცხრე არხის" მიერ. იხილეთ ვიდეოსიუჟეტი: