გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის ეკოკლუბი, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონურსის ფარგლებში ბორჯომის სოფელ ქვაბისხევის საჯარო სკოლას ეწვია, რათა კიდევ ერთი სკოლის მოსწავლეები დაეინტერესებინათ აღნიშნული პროექტით და ჩაერთოთ მასში.
ტაძრისელი ეკოკლუბელები შეხვდნენ თანატოლებს. მათ ისაუბრეს მდგრად განვითარებაზე, პროექტის მიზნებზე, კერძოდ მე-17-ე მიზანზე, პროექტში ჩართვის პირობებზე და ქულების დაგროვების პრინციპზე. მასპინძელ სკოლას გადაეცა საინფორმაციო წიგნები და პლაკატები.
სოფელ ტაძრისის სკოლის ეკოკლუბელებმა ასევე, წარადგინეს ლოგიკური კითხვები რაზეც გაიმართა მსჯელობა. როგორც ბორჯომელი მოსწავლეები ამბობენ, ამან ხელი შეუწყო ორი სკოლის მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებასაც.