ფოტო სინთეზი – 2016
ინიციატივა ხორციელდება „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით
„არც თოფი წამოგვიღია, არც ტყვია-წამალი. ეს ყოველივე ფოტოაპარატმა შეცვალა და მაპატიონ მონადირეებმა, ფოტოაპარატმა არანაკლებ მასიამოვნა. ყოველი სურათი მართლაც ნანადირევია, შედეგია თავისებური ნადირობისა, გრძელი გზისა, კლდე-ღრეებში ხეტიალისა, დიდი შრომისა და განცდისა“.
ნიკო კეცხოველი
ფოტომონადირე
კონკურსი და ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია
სკოლის მოსწავლეებისათვის მთელი
საქართველოს მასშტაბით!
საკონკურსო პირობები იხილეთ ზემოთ განთავსებულ პლაკატზე
დამატებითი ინსტრუქცია
სასკოლო ტურის გამარჯვებული ფოტო გამოგივგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე:
levan.sebiskveradze@cenn.org;
მეილზე გამოგზავნისას მიუთითეთ გამარჯვებული ფოტოს ავტორი, სკოლა, რეგიონი და ტელეფონის ნომერი. გამარჯვებული ფოტოს ავტორები ავტომატურად ხდებიან რეგიონული ფოტოგამოფენის მონაწილეები.
ნახევარფინალისტების დამატებითი რაოდენობა შეირჩევა კომპეტენტური ჟიურის მიერ და ეცნობებათ ავტორებს ფოტოგამოფენებში მონაწილეობისათვის.
ნახევარფინალისტების ფოტოები 2016 წლის 10 იანვრამდე აიტვირთება CENN-ის facebook გვერდზე და დაიწყება ხმის მიცემა, რაც გამოავლენს პირველ ფინალისტებს ყველა რეგიონიდან. დამატებით 2–2 ფინალისტი გამოვლინდება 2016 წლის 1 მარტამდე, რეგიონულ ფოტოგამოფენებზე.
ფინალისტების ფოტოები კვლავ აიტვირთება CENN–ის facebook გვერდზე და ხმის მიცემა დაიწყება ნულიდან.
ფინალური ტური მოეწყობა 2016 წლის 21 მარტს, ტყის საერთაშორისო დღეს, სადაც გაიცემა ნიკო კეცხოველის სახელობის I, II და III ხარისხის პრემიები და სხვა მრავალი წამახალისებელი პრიზი.
ინადირეთ მხოლოდ ფოტოაპარატით!
გისურვებთ წარმატებებს!