შიდა ქართლში, ქალაქ გორის N12 სკოლის გუნდი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში დაუმეგობრდა სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლის გუნდს. ეს სოფელი როგორც იცით საოკუპაციო ხაზის მომიჯნავედ მდებარეობს.
ხურვალეთის სკოლის გუნდის ხელმძღვანელი მასწავლებელი და კლუბის წევრები ესტუმრნენ მე-12 საჯარო სკოლის ეკოკლუბში.
"ჩვენი გუნდის წვერები ძალიან მოხარულები ვარათ, რომ შედგა თანამშრომლობა, რადგან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა აღნიშნულ პროექტში. დეტალურად განვიხილეთ ის წესები და პიროებები, რაც კონკურსის ფარგლებშია წარმოდგენილი. ასევე განვიხილეთ ბავშვთა უფლებები, რადგან 20 ნოემბერს გაეროს მოთხოვნით ტარდება მსოფლიოს მასშტაბური გაკვეთილი ბავშვთა უფლებათა კონვენციაზე. ჩვენც სწორედ ეს საკითხი განვიხილეთ" აცხადებენ გორის N12 სკოლის ეკოკლუბელები
შეხვედრაზე შედგა დოკუმენტური ფილმის ჩვენება - "ფარიდულას უქმე დღე". ფილმის დასრულების შემდეგ კი მოხდა მისი განხილვა.
აღნიშნული შეხვედრა გააშუქა შიდა ქართლის რეგიონულმა ტელეკომპანია "დიამ"-მ.