ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის "Eco Hands"-მა დაპატიჟა და მასპინძლობა გაუწია ამავე სოფლის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს. ახალსოფლის N2 სკოლის ეკოკლუბ ,,Eco Hands" და ახალსოფლის #1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებს შორის მოხდა პირველი შეხვედრა.
შეხვედრას დაესწრო 18 მოსწავლე. თავდაპირველად ეკოკლუბ "eco hands"-ის წევრებმა შესთავაზეს გასაცნობი შინაარსის ენერჯაიზერი, რათა ერთმანეთი უკეთ გაეცნოთ. შემდეგ "Eco Hands"-ის ხელმძღვანელები ესაუბრნენ ახალგაზრდებს ეკოკლუბის ისტორიის და კლუბის წევრების ინსპირაციის წყაროს და სხვადასხვა გარემოსდაცვით თემატიკის შესახებ.
ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება და ამ მხრივ "ნიკო კეცხოველის" პროექტში ჩართვა. განმარტეს რა სიკეთეები მოაქვს მათ ჩართულობას სოფლისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტში მეგობრული თანამშრომლობა.
პირველი სკოლის ეკოკლუბმა სურვილი გამოთქვა პროექტში ჩართვაზე და "Eco Hans"-მაც რეგისტრაციაზე გაუწია კონსულტაცია.
ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიფიქრეს კლუბის სახელი და თანასოფლელებთან შეთანხმდნენ შემდეგ შეხვედრის თარიღზე.