ადიგენის საჯარო სკოლაში "ფოტო სინთეზის" პრეზენტაცია სკოლის თვითმართველობის წევრებმა მოაწყეს ადიგენში CENN-ის ფოტო კონკურსისა და ვებ-გვერდის პოპულარიზაციაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
შეხვედრა ადიგენელ მოსწავლეებთან 29 ოქტომბერს შედგა ადიგენის საჯარო სკოლაში, რომელსაც ადიგენის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის წარმომადგენელი თინათინ კირთაძე უძღვებოდა.
მან მოსწავლეებს ფოტო კონკურსის პირობები და ვებ-გვერდი გააცნო. თანატოლების მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებს შორის.
პროექტი ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) ის მიერ, პროექტის ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში. პროექტის პარნიორია დაცული ტერიტორების სააგენტო. პროექტის მხარდამჭერია ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC)