18 ნოემბერს ფოთის მე-2 საჯარო სკოლაში შეიკრიბა ოთხი სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენლები: მე-2 სკოლის ეკოკლუბი"ებესი", მე-5 საჯარო სკოლის ეკოკლუბი "ოიკუმენე", მე-11 საჯარო სკოლის ეკოკლუბი " ავანგარდი", მე-12 საჯარო სკოლის ეკოკლუბი" გარემოს დამცველები".
შეხვედრის მიზანი იყო ფოთში არსებული მაწანწალა ძაღლების პრობლემის განხილვა და მისი მოგვარების გზების დასახვა. დადგინდა, რომ აუცილებელია პროექტის მომზადება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი პრობლემის გადაჭრისათვის (ძაღლების თავშესაფარი) აუცილებელი მატერიალური და ადამიანური რესურსი. პროექტი ეკოკლუბების სახელით წარედგინება მერიას. თუ არ მოჰყვება რეაგირება, ეკოკლუბები მიმართავენ საპროტესტო აქციებს.
როგორც ალტერნატივა განხილულ იქნა ვერსია ფონდის შექმნისა, იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი თვითმართველობა არ მიიღებს ზომებს.
შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც აღნიშნული ეკოკლუბების წარმომადგენლები შევიდნენ: სალი ზარგინავა, ხათუნა გოგუა, ელენე თავართქილაძე, ეთო ლაგვილავა,მატარაძე ქეთი. ისინი კოორდინირებას გაუწევენ შეთანხმებულ მუშაობას.